დავასრულეთ ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგი. პროექტზე დაფუძნებული სწავლება.ვისწავლე დრაივში ატვირთვა დოკუმენტების და ბლოგზე გამოქვეყნება.გავიცანი კოლეგები და მადლობა ელენეს ამ დღეებისთვის.
среда, 21 октября 2015 г.
воскресенье, 18 октября 2015 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
მოსწავლის ნიმუშის შექმნა მნიშვნელოვანია იმისათვის რომ გავითვალისწინო მოსალოდნელი პრობლემები და მზდ ვიყო ამისათვის.
მოსწავლეებთან ერთად შევადგენ ჩეკლისტს, რუბრიკას, ისინი კი ეცდებიან რეგულალურად გამოიყენონ მუშაობის პროცესში.
воскресенье, 11 октября 2015 г.
მეხუთე დღის რეფლექსია.
პროექტის დაგეგმვის პერიოდში მნიშვნელოვანია აქტივობების თანმიმდევრობების გათვალისწინება.პროექტის დასაწყისში მოსწავლეების გამოწვევა და დაინტერესება მათი ინტერესების გათვალისწინება.რესურსების მოძიება.მოსწავლეები თემის დასამუშავებლად გამოიყენებენ ტექნოლოგიურ საშუალებებს. ისინი მოიძიებენ ტექსტებს, დაამუშავებენ, აღწერენ პერსონაჟებს, დაახასიათებენ და იმსჯელებენ მსგავსებასა და განსხვავებაზე. შექმნიან ვენის დიაგრამას. ინტერნეტიდან მოიძიებენ და გადმოიწერენ შესაბამის სურათებს.
суббота, 10 октября 2015 г.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია შევარჩიოთ კითხვები. შეკითხვების დასმა ხელს უწყობს წავლის პროცესს.მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი ეძებონ პასუხები,მოიძიონ ინფორმაციები საინტერესო საკითხების ირგვლივ.ეს მათ უვითარებს დამოუკიდებლობის უნარც.ხედავენ კავშირს შესასწავლ საგანსა და პირად გამოცდილებას შორის.
среда, 7 октября 2015 г.
ჩემი იდეა.
ვაპირებ მესამე კლასში შევქმნა პროექტი. თემა: საარსებო გარემო. ,,ყველა თავის საარსებო გარემოში ცხოვრობს." მესამე კლასის მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ იმ ცხოველებისა და მცენარეების შესახებ,რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არ ხარობს და არ ბინადრობს.უჩნდებათ ბევრი კითხვა; როგორ ცხოვრობენ სიცხეში, სიცივეში,ნიადაგში, წყალში და ა.შ.მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ რომ ცოცხალი ორგანიზმები დამოკიდებულნი არიან თავიაანთ საარსებო გარემოზე და ეგუებიან მას.
შევადგენთ გეგმას,
მოიძიებენ იფორმაციას
იმუშავებენ ჯგუფებში,
გააკეთებენ პრეზენტაციას,
შექმნიან საინფორმაციო ფლაერს.
შევადგენთ გეგმას,
მოიძიებენ იფორმაციას
იმუშავებენ ჯგუფებში,
გააკეთებენ პრეზენტაციას,
შექმნიან საინფორმაციო ფლაერს.
воскресенье, 4 октября 2015 г.
მეორე დღის რეფლექსია
პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანია მოსწავლების ცოდნის გასაღრმავებლად. მინდა წელიწადში თითო მნიშვნელოვანი პროექტი მაინც განვახორციელო, რადგან მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია მაღალია ამგვარი სწავლებით.მინდა დავამზადო ბროშურები.მშობლებიც იყვნენ ბოლომდე ინფორმირებულნი რა უნდა ისწავლინ მათმა შვილებმა ამ პროექტიდან.
Подписаться на:
Сообщения (Atom)